შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში 4 აგვისტოდან მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40313 
 03 აგვისტო 2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 3 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში დილის საათებში ნალექიანავარაუდევი, 4 აგვისტოდან კი, ტემპერატურის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ.

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას ასეთია:

3 აგვისტოს, საქართველოს ცალკეულ რაიონებში გაწვიმდება. შავი ზღვის სანაპიროზე დილის საათებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი, გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, წვიმაა მოსალოდნელი კახეთის ზოგიერთ რაიონში, აგრეთვე სტეფანწმინდაში, გუდაურის მიდამოებსა და ახალქალაქში, ასევე – წალკასა და ბაკურიანში.

4 აგვისტოს მოსალოდნელია ტემპერატურის მატება და უნალექო ამინდი მთელ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 37 გრადუსამდე აიწევს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა