შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქსტატი სამომხმარებლო ფასების გაანგარიშებას თამბაქოს ნაწარმის გარეშე დაიწყებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40318 
 03 აგვისტო 2019

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამომხმარებლო ფასების გაანგარიშებას თამბაქოს ნაწარმის გარეშე დაიწყებს, რაც ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების მცდელობად ფასდება.

თამბაქოს ფასების ზრდა აქციზის გადასახადის გაძვირების გამო, თითქმის, მუდმივ რეჟიმში ხდება, რაც სამომხმარებლო კალათაზე აისახება. თუ სტატისტიკის სამსახური ამ კომპონენტს ამოიღებს, მაშინ ინფლაციის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდება, რაც გავლენას მოახდენს მხოლოდ სტატისტიკაზე, მაგრამ არა მოსახლეობის ჯიბეზე.

თამბაქოს იმპორტიორები საქსტატის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ეს თამბაქოს ინდუსტრიაში არსებული სერიოზული პრობლემების დამალვას ემსახურება და ამით ცდილობენ, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის ოფიციალური მაჩვენებელი შეამცირონ.

„თამბაქო ინფლაციის დაფაში არის მეორე ადგილზე. იქიდან გამომდინარე, რომ 45% და მეტია მწეველთა რაოდენობა. შესაბამისად, ამ ყველაფერის გათვალისწინებით, როცა ინფლაციის დაფაზე მეორე გაქვს ეს პროდუქტი და შენ ეს პროდუქტი ამოგაქვს ინფლაციის გამოთვლის მაჩვენებლებიდან, ეს ციფრი არ ვიცი ვის, ალბათ, საერთაშორისო ინსტიტუტებს წარმოუჩინე ისე, რომ, თითქოს, რა თქმა უნდა, დადებითი ციფრია და ყველაფერი კარგად არის. არადა ასე არ არის... ვიმუშავებდი იქითკენ, რომ ეს კონკრეტული პრობლემები დამეძლია და მომეგვარებინა ნაკლები რეგულაციებით, აქციზის დაწევით,“ - აცხადებს ”ბრითიშ ამერიკან ტობაკოს" კორპორატიული დირექტორი, ზვიად ცხვიტარიძე.

ჯაპან ტობაკო ინტერნეიშენალის” კომუნიკაციების სპეციალისტი, ივა ხასია ინფლაციის მაჩვენებლის დაბალანსების მცდელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი იმ რეალურ სურათს არ ასახვას, რაც ქართულ ბაზარზე ხდება.

„აღიარებითი ჩვენება, ფაქტობრივად, რომ ამითი უნდათ, რომ დააბალანსოს ინფლაციის მაჩვენებელი. პრობლემაზე თვალის დახუჭვა არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას, აქედან გამომდინარე, სხვანაირი მიდგომები უნდა იყოს სექტორთან მიმართებაში, ის საგადასახადო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და ის გამოწვევები, რის წინაშეც დღეს ჩვენი სექტორი დგას, საგადასახდო პოლიტიკიდან გამომდინარე, ესენი უნდა გასწორდეს,“ - აცხადებს "ჯაპან ტობაკო ინტერნეიშენალის” კომუნიკაციების სპეციალისტი, ივა ხასია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია