შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი გახდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 12 ნოემბერი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა სპორტსმენმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

დედამიწის ჩემპიონატი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობდა.
57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სამბისტმა ტურნირის გადამწყვეტ ბრძოლაში ბელარუსის წარმომადგენელი ულადისლაუ ბურდსი დაამარცხა.
ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეხუთედ მოიპოვა. 26 წლის ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს პირველობის ფინალში 5-ჯერ გავიდა და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია