შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააყოყოჩა"- ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40338 
 04 აგვისტო 2019

მე მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად, ხელისუფლების გაყოყოჩებაზე გავლენა იქონია სტრასბურგის სასამართლოს  გადაწყვეტილებამ, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა „ვახო სანაიას დღის ამბებში“ საუბრისას.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს მსოფლიო პოლიტიკაზე, თავისუფლად შეიძლებოდა ჩაეთვალა, რომ ევროპა და დასავლეთი მის მხარესაა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შეხედულებებიდან  გამომდინარე, რომელიც რეალობისგან არც თუ ისე ახლოსაა და მას საკმაოდ სტერეოტიპული წარმოდგენები აქვს მსოფლიო პოლიტიკაზე, მას თავისუფლად შეეძლო ჩაეთვალა, რომ ევროპა და სრულიად დასავლეთი არის მის მხარეს. ის, რომ ამერიკის საელჩოს განცხადება „რუსთავი 2“ - თან დაკავშირებით პირდაპირ არ მოყვა ამერიკის საელჩოდან დედის გინება ლამის, მან ჩათვალა, რომ მას შეუძლია უკვე მედიის საქმეებში თავისუფლად ჩაერიოს.

შეგახსენებთ მეორე ამბავს, როდესაც ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე საელჩოების განცხადება მეორე დღესვე მოჰყვა მათ მიმართ საქმის აღძვრა ათ ასევე უკან დახევა მოუწიათ ანაკლიის საქმეზე, ამიტომ ეს ადამიანი ასე უყურებს და ახლა უბრალოდ გაცემული აქვს პოლიტიკური დაკვეთა, მას ჰგონია, რომ ეს მას აძლიერებს, სინამდვილეში, ეს მას არ აძლიერებს და პირიქით, ხელისუფლება თუ მიდის ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც საერთოდ დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმისა და დიქტატურისთვის, მაშინ უნდა იყოს დიქტატურა და მე და თქვენ აქ საერთოდ არ უნდა ვლაპარაკობდეთ, უნდა ლაპარაკობდეს მხოლოდ ხელისუფლება და ერთადერთი ტელევიზია უნდა იყოს მხოლოდ ქვეყანაში, სადაც მარტო ხელისუფლება ილაპარაკებს იმას, რაც უნდა“ , განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია