შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმნელი მოსწავლე ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში ისწავლის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23780 
 05 აგვისტო 2019
ELL-ის ინგლისური ენის ცენტრმა, კონკურსი აბასთუმნის სჯარო სკოლაში 12 ივნისს ჩაატარა. კონკურსში „Study and Travel with Us“, აბასთუმნის საჯარო სკოლის ხუთმა მოსწავლემ მიიღო, გამარჯვებული კი ნანა ჭეიშვილი გახდა. „კონკურსის შესახებ, სკოლის დირექტორმა მითხრა, წარმატებით გავიარე ტესტირება და გასაუბრება, 56–დან 42 ქულა ავიღე. ყველაფერი ELL– მა დამიფინანსა და ორი კვირა ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში ვისწავლი“, – ამბობს ნანა ჭეიშვილი.მისი თქმით, დატვირთული კვირის შემდეგ, ბრიტანეთში ჩასული მოსწავლეებისთვის შაბათს და კვირას უფასო ექსკურსიები მოეწყობა.ნანა ჭეიშვილი ინგლისში, ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში, გუშინ, ოთხ აგვისტოს გაემგზავრა.დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ ELL -ის ინგლისური ენის ცენტრმა მათ სკოლაში კონკურსი 2018 წელსაც ჩაატარა. ნანას მსგავსად, გასულ წელს, ოქსფორდის საზაფხულო სკოლაში ორი აბასთუმნელი მოსწავლე გაემგზავრა.„ჩვენი ორგანიზაცია ხშირად ატარებს მსგავს კონკურსებს თუმცა წელს მხოლოდ აბასთუმანში და თბილისში ჩავატარეთ. ორი გამარჯვებული გვყავს აბასთუმნიდან და თბილისიდან“, – ამბობს ინგლისური ენის ცენტრის გენერალური დირექტორი ნარგიზა მაქაცარია.[ნათია გულიაშვილი, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება