შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გახარია 20 სექტემბრამდე თუ გაქაჩავს – 20 სექტემბერს „ქუდზე კაცს დავუძახებთ“-გიგა მაქარაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40357 
 05 აგვისტო 2019

მთავარი თარიღი იქნება 20 სექტემბერი, თუ მანამდე გაქაჩა ამ მთავრობამ გახარიას ზურგით თრევა, მერე უბრალოდ მოუწევს ხელიდან გაშვება, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა მა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, 1-2 სექტემბრიდან მასშტაბური აქციის ფორმატზე გადავლენ, ხოლო 20 სექტემბერს „ქუდზე კაცს დაუძახებენ“.

„20 სექტემბერი იქნება 3 თვე გავრილოვის ღამიდან, სამი თვეა „სირცხვილია“, თუმცა მანამდე იქნება მთელი რიგი ამბები, მათ შორის რეგიონებში გასვლები. ყველა ქალაქსა და სოფელში ვაპირებთ ჩასვლას, რომ იქ კარდაკარ მივიტანოთ ამბავი. განა ის, რომ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი ვართ, რომელსაც ხმა გვინდა, მოგვცენ. უბრალოდ ჩვენ აქ ვდგავართ ამდენი ხანია, ვიძახით, რომ ამას ვაპროტესტებთ და ეს გვინდა, რომ მოხდეს და ასე ვაპირებთ. ვფიქრობთ, რომ ქალაქი თბილისი, რომელიც ფაქტობრივად, მესამედზე მეტია რაოდენებით მთელ ქვეყნის თუ მეტი არა, საკმარისი არ არის, რომ ქვეყნის მთავარი ამბები გადაწყვიტო. იმიტომ, რომ სულ ეს პრობლემა იყო, შიგნით პატარა ვიწრო წრეში წყდებოდა და მერე უკვე გადაწყვეტილი ამბავი გადიოდა რაიონებში,“ – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება