შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლებას რაღაცეებზე საუბარი არ სურს - გია ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40386 
 06 აგვისტო 2019

იმის მერე, რა ნაბიჯებიც გადავდგით, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვა, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი ანაკლიის პორტისთვის? – პრემიერ ბახტაძის ამ განცხადებას, რომელიც მან ექსპერტების მისამართით თქვა, პასუხოსბ გია ხუხაშვილი. პოლიტილოგს კითხვა აქვს, რამდენად შესაძლებელია, პროექტიდან კონსორციუმის გასვლა ზიანის გარეშე განხორციელდეს, მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს ამერიკული მხარის გასვლას და კონკურენტით ჩანაცვლებას. ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ პრემიერი ვერ ხედავს ამ სტრატეგიულ ზიანს, რადგან „ეს მის კომპეტენციას სცილდება“.

„პასუხი

სახელმწიფომ ერთი ხელით მართლაც ყველაფერი გააკეთა პროექტის ხელშესაწყობად.

მაგრამ, მეორე ხელით, აგრეთვე ყველაფერი გააკეთა კონსურციუმის დისკრედიტაციის გზით ფინანსური პაკეტის ჩასაშლელად.

თავი დავანებოთ იმ თეორიას, რომ ხელისუფლებას არ უნდა პროექტის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკეპტიკური განცხადება მოვისმინე მათგან, მზად ვარ დავიჯერო მათი დადებითი განწყობა.

აქ ისმის მთავარი კითხვა - შესაძლებელია თუ არა კონსორციუმის და პროექტის განხორციელების ბედის გაყოფა სერიოზული ზიანის გარეშე?

პრობლემა აქ არის, რაზეც ხელისუფლებას საუბარი არ სურს.

ჩემის აზრით, შეუძლებელია, რადგან კონსორციუმის გასვლა ნიშნავს ამერიკული მხარის გასვლას. მათ კი, დიდი ალბათობით, რბილად რომ ვთქვათ, კონკურენტები ჩაანაცვლებენ. შესაბამისად, პროექტი დაკარგავს სტრატეგიულ, უსაფრთხოების განზომილებას და შესაბამისად, აღარც საინტერესო იქნება. ანუ, ქობულიას მოსაზრებებთან მოვა შესაბამისობაში.

მე ვუშვებ, რომ პრემიერი მისთვის მიწოდებული “ტაქტიკური სიმართლის” უკან მართლა ვერ ხედავდეს “სტრატეგიულ ზიანს”, რადგან ეს მის კომპეტენციას სცილდება...“ - წერს გია ხუხაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა