შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეს ქვეყანა იხურება... ამის დაშვება არ შეიძლება! უზურპატორი უნდა წავიდეს!“ - ნიკა გვარამია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40390 
 06 აგვისტო 2019

ტვ პირველის მფლობელის ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში დაბარების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამია.

„მეგობრებო, ეს ქვეყანა იხურება და მისგან რუსული ტიპის ოლიგარქიული დიქტატურის მოდელი შენდება, რომლის ადგილი დასავლურ სამყაროში არც არის და ვერც იქნება.

ამის დაშვება არ შეიძლება! ეს ყველა ქართველი პატრიოტის ვალია! ამ ისტორიულ გზაგასაყარზე, საით წავიდეთ, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით, ჩვენს ნაცვლად ვერავინ გადაწყვეტს, ვერც ჩვენი მთავარი მოკავშირე დასავლეთი. უნდა გვწამდეს დასავლეთის მხარდაჭერის და გვეიმედებოდეს ჩვენი მეგობრები, მაგრამ ეს საკითხი სრულად და საბოლოოდ მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია. უნდა ვიმოქმედოთ, თორემ ერთ დღესაც ჩვენი შვილები კრასნოდარის მხარის გარე პროვინციის მოქალაქეებად გაიღვიძებენ.

ჩვენი გზა დასავლეთია! უზურპატორი უნდა წავიდეს!“ - წერს რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია