შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაშინდელმა ხელისუფლებამ, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი- პრემიერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40422 
 07 აგვისტო 2019

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აგვისტოს ომის 11 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა საკუთარი მოქალაქეების დაცვა,რაც მაშინდელმა უპასუხისგებლო მთავრობამ ვერ შეძლო.

„11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ასეულობით ქართული სოფლის განადგურება და ათეულობით ათასი დევნილი მოქალაქე. ამ ომმა შეიწირა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და დაგვიტოვა მოუშუშებელი ტკივილი.

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას განსაცდელი.

სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი;

ჩვენი ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით, გაცხადებული მიზნების მიღწევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებით და მშვიდობიანი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას.

პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირების უკვდავ სახელებს. დიდება გმირებს" - წერს პრემიერი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია