შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალდაბას გაფილტრული წყალი ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ექნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23813 
 08 აგვისტო 2019
ახალდაბაში გასულ წელს საფილტრი სადგური გაკეთდა თუმცა, მოსახლეობას ახლაც, გაუფილტრავი სასმელი წყალი აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საფილტრი ნაგებობისთვის ათსობით ლარი დაიხარჯა, მათ ონკანზე კი მაინც ღვრიე წყალი მოდის.„ამ წყალს არაფერი ეშველა. მეორე წელია გაუფილტრავი და დაბინძურებული წყალი მოდის. წვიმს საერთოდ ვერ დალევ“,– ამბობს ადგილობრივი თემურ ბლიაძე.ადგილობრივები აცხადებენ, რომ საფილტრი სადგური დალუქულია და არ მუშაობს.ახალდაბაში სათავე–ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2017 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით შპს „ერისიმედმა“ და „კიევმეტრომშენმა“ შეასრულა. პროექტისთვის 743 928 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფილტრი სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებისთანავე, წყლის სისტემის შიდა მილები დასკდა და საფილტრი სადგურის გადაკეტვა გახდა საჭირო.ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე, „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ ის მილი, რომელიც სათავე ნაგეგბობას და საფილტრ სადგურს ერთმანეთთან აკავშირებს დაზიანებული იყო და წნევას ვერ უძლებდა. წელს მუნიციპალიტეტმა მილი გამოცვალა, თუმცა ჯერ საფილტრ სადგურს დაერთებული არ არის.„რომ, დავაერთოთ მილი მოგვიწევს, რომ წაყალი გადავკეტოთ, ახლა ახალდაბაში ტურისტული სეზონია, ამიტომ წყალს ვერ გადავკეტავთ, თუმცა სექტემბრიდან უკვე ამ ფილტრებში გავუშვებთ წყალს“,–გვითხრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ.ახალდაბაში, სადაც 700 კომლი ცხოვრობს, სამ ათეულ წელზე მეტია ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან. სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება.[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

კვება უფასო სასადილოებში