შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთად სკოლის მერხიდან - ანა ხაჭაპურიძე და გურამ ყოჩიშვილი ქურთადან

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2019
,,გვეუბნებიან, რომ თქვენი სოფელი მიწასთან გასწორებულიაო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიცნობთ იმ ადგილს, სადაც ჩვენი სახლი იდგა. ეკლესიასთან რომ დავდგე, იქიდან ორიენტაციით მივხვდები, სად იდგა ჩვენი სახლი" - ამბობს ანა ხაჭაპურიძე. ის მეუღლესთან, გურამ ყოჩიშვილთან ერთად, კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ წელს ერთად ყოფნის 40 წელი შეუსრულდათ. ,,ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ ქურთაში. კლასელები ვართ. მერე მე ტექნიკუმში წავედი, ესეც ტექნიკუმში წავიდა. ურთიერთობა აღარ გვქონდა. როცა დავამთავრეთ, ჩამოვედით. მე მუშაობა დავიწყე კეხვის ბიბლიოთეკაში. თან დაუსწრებლად ჩავაბარე პუშკინის სახელობის უნივერსიტეტში. ამანაც როცა დაამთავრა, ჩამოვიდა სოფელში და გაგვიახლდა ურთიერთობა და სიყვარულამდე მივიდა.“ - იხსენებს ანა ხაჭაპურიძე. ,,1979 წელს დავქორწინდით.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია