შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯესი ჯეის კონცერტმა „ბლექსი არენაზე,, ანშლაგით ჩაიარა

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/4031 
 07 აგვისტო 2019
67816780_2341364166103444_5228944660780548096_o

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ სცენაზე, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, უამრავი მსმენელის წინაშე წარსდგა.

ჯესი ჯეი მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით გაიცნო. ალბომის გამოსვლიდან 1 წლის შემდეგ მომღერალმა დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა ამის შემდეგ ჯესიმ ზედიზედ ორი ალბომი გამოსცა, რომლებმაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.

ლეგენდად ქცეული მომღერლის კონცერტს უცხოელი მსმენელებიც ესწრებოდნენ. ჯესი ჯეი საქართველოში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა. მომღელისთვის სცენაც განსაკუთრებული დეკორაციით იყო გაფორმებული. 10 ათას კაციან საკონცერტო დარბაზში ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა. მსმენელთა დიდი უმრავლესობა ახალგაზრდა ასაკის გახლდათ.
როგორც გავარკვიეთ ჯესის ერთ-ერთი პრეტენზიული მოთხოვნა რაც მას ქონდა ის იყო, რომ მის ოთახში არ უნდა ყოფილიყო ცხოველური ტყავის არანაირი ავეჯი.

მუსიკოსი, რომელმაც მსოფლიოს მაშტაბით 3 მილიონი ალბომი და 29 მილიონი სინგლი გაყიდა, სიმღერები ძირითადად მე-4 ალბომიდან და როგორც ძველი, ისე ახალი სიმღერებიც შეასრულა.

ჯესი ჯეის მიერ შესრულებულ თითოეული სიმღერის შემდეგ მსმენელი ოვაციებს ვერ მალავდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჯესის მიერ სცენიდან წაკითხული წერილი, რომელიც დარბაზიდან მიაწოდეს: „პატარა ვიყავი, ტელევიზორში რომ გნახე და მას შემდეგ მინდოდა, რომ ლაივში მენახე. ახლა გნახე და ბედნიერი ვარ…“- ამ წერილის ავტორს ლეგენდარულმა მომღერალმა მადლობა გადაუხადა.

„ქართველი ხალხი ყოველთვის ემოციურად ხვდება კონცერტებს, ამის ნათელი მაგალითი იყო დღეს საღამოს. ვფიქრობ, ეს კონცერტი ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იქნება ბლექსი არენას ისტორიაში. საუკეთესო კონცერტი იყო რაც აქამდე ჩატარებულა“- აღნიშნა „ბლექსი არენას„ დირექტორმა ტატო ხარჩილავამ.

ჯესი ჯეის კონცერტმა შეიძლება თამამად ითქვას სრული ანშლაგით ჩაიარა. მსმენელიც ძალიან კმაყოფილი და ემოციების ქვეშ დარჩა.

ნინო ჭეიშვილი „ ბედნიერი ვარ რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა მსოფლიო დონის მომღერლისთვის მომესმინა. აღფრთოვანებული ვარ მისი უსაზღვრო ენერგიით, საოცარი ტემპერამენტით. ის დღესაც ჩვეულ, საოცარ ფორმაშია“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა