შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროექტში ჩართული მოსწავლეები ახალგაზრდა ფერმერების საქმიანობას გაეცნენ

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 12 ნოემბერი 2018

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხუთი სკოლის 60-მდე მოსწავლე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რძის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობას გაეცნენ და ახალგაზრდა ფერმერთა საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთი მოინახულეს. სოფელ რატევანში საწარმო „ყველის ქოხი“ სამი წლის წინ გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით, საწარმოს თანამშრომელმა მოსწავლეებს აუხსნა თუ როგორ მიმდინარეობს რძის მიღება და ყველის გადამუშავება. პროექტი, რომელსაც ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია „ერთობა“ ახორციელებს, მიზნად ისახავს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდების ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდას, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ასევე სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება