შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კლინიკური იდიოტიზმი - ვაშაძე ვოლსკის განცხადებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40407 
 07 აგვისტო 2019

გია ვოლსკის განცხადებას, სადაც მან საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

გრიგოლ ვაშაძე გია ვოლსკის განცხადებას, "კლინიკურ იდიოტისზმს" უწოდებს, რომელიც მისი თქმით, რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„ვცდილობ ამ პიროვნებას სოკოსავით, რომ არის ამოსული შევარდნაძის რეჟიმის მოსახსენიებლად, პასუხი გავცე ისე, რომ პირადული შეურაცხყოფა არ მივაყენო და თან მივანიშნო, რომ იდიოტიზმი რა თქმა უნდა ცოდვა არ არის, მაგრამ ამის ყოველდღე ტელევიზორში დემონსტრირება საჭირო ნამდვილად არ არის, იმიტომ რომე ს არის კლინიკური იდიოტიზმი, რასაც ეს ადამიანი და მასთან ერთად "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული ხალხი ლაპარაკობს. ზუსტად ასევე ყველას შეუძლია მას უთხრას, ის რომ სახელმწიფოს რომელიღაც სამინისტროში რომ მუშაობდა, მაშინ ის აგრესიები ვისი მოწყობილი იყო, საქართველოს ხელისუფლების?

კოშმარია, რომ ვიღაცა ამ ტიპებს საერთოდ უშვებს ინტერნეტთან, რომ თავის ბოდვა გამოთქვან და რუსეთს კიდევ მიაწოდონ ამუნიცია.ასეთი ხელისუფლება გვყავს რაც გვყავს, აუცილებლად გავყრით ამათ არჩევნების გზით იმიტომ რომ აუტანელია უკვე ამათი მარაზმი“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა