შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსეთი ოკუპანტია და ომი რუსეთმა დაიწყო, წერტილი'

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40412 
 07 აგვისტო 2019

რუსეთი ოკუპანტია და ომი რუსეთმა დაიწყო, წერტილი - ასეთია "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შეფასება.

"ქართული ოცნების" ლიდერის გია ვოლსკის განცხადების კომენტირებისას ბერძენიშვილი აღნიშნას, რომ საქართველოს მომავლის პრობლემა არ არის, რუსეთის ხელდასმული პირები რუსეთს, რომ ენის მოჩლექით ელაპარაკებიან.

"უმცირესობისკენ არის სიმართლე კრიტიკულ ვითარებაში და ამ უმცირესობის წარმომადგენლები და ყველაზე მაგარი ქართველები არიან გიორგი ანწუხელიძე შინდისელები და ბევრი სხვა. საზღვარი დაარღვია რუსეთმა, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი. ოკუპანტია რუსეთი ინტერვენციაც იყო და ახლა ჩხირკედელაობა იმაზე, ვინ როდის როგორ მოიქცეოდა, თავის დროზე ბევრი გვაქვს ნათქვამი, მაგრამ არსებითად არაფერს ცვლის, არსებითია, რომ რუსეთია ოკუპანტი და ვინც რუსებს ენის მოჩლექით ელაპარაკება და ვინც მათი ხელდასმულია საბჭოთა კომკავშირულ - პროფკავშირულ, კომუნისტური წარმომავლობიდან ეს არის მათი პრობლემა და ეს არ არის საქართველოს მომავლის პრობლემა,“- ამბობს ბერძენიშვილი.

"ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საქართველოს ტერიტორია ქართულმა მხარემ, რუსეთის დაკვეთით დაბომბა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია