შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამაზე ჩემი აზრი ვთქვი"- ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40433 
 08 აგვისტო 2019

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა, თუმცა ომის დაწყებაზე გაკეთებული განცხადების გაკეთებს განმარტება არ ისურვა:

"მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე"- უთხრა მედიას პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს:

"მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რაც მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ ძალიან დაგვაინტერესა ჩვენ, არც ჰააგაში და არც არსად ეს საკითხი არის ჩვენი შიდა საკითხი, რომელზედაც ალბათ მოვა დრო და შეიქმნება შიდა კომისია. ისტორიკოსები დასხდებიან და საზოგადოება იმსჯელებს, მაგრამ ის რაც გუშინ ვთქვი ამ საკითხზე, არის ყველზე მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ გახდა ჩვენი კიდევ ერთხელ დაყოფის, გახლეჩის საკითხი, მაშინ ამით ჩვენ საქართველოს ყველა მტერს, ვინც დღეს პროვოკაციაზე მიდის, პროვოკაციულ კითხვებზე, პროვოკაციულ ქმედებებზე, გარე მტრებთან ერთად ის ქმნის ხვალიდნელ საფრთხეს ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და არა ერთმანეთთან დაპირისპირება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

წყალი ძვირდება