შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დარწმუნებული ვარ, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“ - სოზარ სუბარი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40454 
 08 აგვისტო 2019

„როდესაც ცხადი გახდა, რომ გარდაუვალი იყო ომის დაწყება, პირველი წამიდან მე ვიყავი გორში. მოგვიანებით, როდესაც უკვე მოხდა გორის ოკუპაცია, ხელისუფლება კარგა ხანს არ იმჩნევდა, რომ დევნილები გაჩნდნენ, რადგან, როცა რუსთაველზე ტაშფანდური ჰქონდა გამართული და ვაშა გავიმარჯვეთო ყვიროდნენ და თან გვყოლოდა დევნილები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიქცნენ, ეს არ ჯდებოდა ვითომ გამარჯვებული სააკაშვილის ფილოსოფიაში, ამიტომაც არ იმჩნევდნენ ამას."

ასე აფასებს „რეზონანსთან" პრემიერის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი 2008 წლის ომს და მის, როგორც სახალხო დამცველის ჩართულობას მაშინდელ პროცესებში.

"2008 წლის აგვისტოს ომი ყველაზე ტრაგიკული დღეა ჩვენს უახლოეს პერიოდში. უშუალოდ საომარი მოქმედებები 7-8 აგვისტოს დაიწყო, მაგრამ ამ ომისთვის რუსეთი გაცილებით ადრე ემზადებოდა, რაც საბოლოოდ გაფორმდა 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებით.

ომის შედეგი ყველასთვის ცნობილია - საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული, დაპყრობილი 150 სოფელი, ეთნიკური წმენდები ამ ტერიტორიებზე, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე კოდორის ხეობაში, ახალგორში, საკუთარი სახლებიდან გამოყრილი 30 ათასი ჩვენი მოქალაქე, ათასობით დაჭრილი, ასეულობით დახოცილი, ნაწამები ადამიანები და ოკუპანტის სამხედრო ბაზები საქართველოს გულში - შიდა ქართლში და ულამაზეს და უძველეს ქართულ მიწაზე - აფხაზეთში.

ერთის მხრივ, რუსეთი მუდმივად ცდილობდა რომ 90-იან წლებში დაწყებული ამოცანა შეესრულებინა და და ამ ორი რეგიონის სრული ოკუპაცია მოეხდინა და მეორე - მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ წინ აღდგომოდნენ რუსეთის პერმანენტულ აგრესიას, პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ რუსეთს ხელფეხი გახსნოდა მორიგი აგრესიისთვის.

არის მოვლენები რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ ამ ომისკენ როცა ორივე მხარე მიისწრაფოდა, ცხადია მისი აცილება შეუძლებელი ხდება.

ხშირად ისმის აბსურდული კითხვა, რომელიც ნაცმოძრაობის ნარატივის ნაწილია, რომ ვინ დაიწყო ომი? ჩვენ არ შევჭრილვართ ხაბაროვსკში, კრასნოიარსკში, ქართული ჯარი იბრძოდა თავის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ყველამ ძალიან კარგად იცის ვინცაა ოკუპანტი, ომიც მან დაიწყო, მაგრამ რატომ ცდილობენ ასე დაჟინებით პედალირებას ამ კითხვებზე? იმიტომ, რომ გადაფარონ თავიანთი დანაშაული და სირცხვილი, რომ ვერ შეძლეს ომის თავიდან აცილება, რომ ისტორიაში შევლენ, როგორც ხელისუფლება, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა და პირადად სააკაშვილი დარჩება ისტორიაში იმ შეშინებული მთავარსარდლის კადრით, რომელმაც გორში სტუმარი მიატოვა და დამფრთხალი ხოხავდა მტვერსა და ტალახში."

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა