შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ახლა ჩემს პასუხს დაელოდე ბიძინა ივანიშვილო"- ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ბრალის წარდგენის შემდეგ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40468 
 09 აგვისტო 2019

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტრორი ნიკა გვარამია მთავარი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება.

"აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი.

ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტუა ინტერმედიაშია და ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?

ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. დედას მოგიტყნავ ბიძინა ივანიშვილი. ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაცისდ. პირადად. გპირდები"- აღნიშნავს გვარამია.

ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. განცხადება პროკურატურაში გაკეთდა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია