შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში და მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონებში ორმხრივი მანათობელი კონსტრუქციები განთავსდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 აგვისტო 2019

ქალაქ ოზურგეთში და მუნიციპალიტეტის საკურორტო ზონებში ორმხრივი მანათობელი კონსტრუქციები განთავსდა.

ტურისტებს საშუალება აქვთ მუნიციპალიტეტის რუკისა და ტურისტული ინფორმაციის საშუალებით გაეცნონ ოზურგეთის ტურისტულ პოტენციალს.

აღნიშნული მანათობელი კონსტრუქციების შეძენა და ტურისტულ ზონებში განთავსება ოზურგეთის მერიის ტურიზმის განყოფილების ინიციატივაა.

კონსტრუქციების მონტაჟი მუნიციპალიტეტის მერიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით უზრუნველყო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისთვის.

მანათობელი კონსტურქციები განთავსებულია შეკვეთილში საკონცერტო დარბაზის ,,ბლექ სი არენას,“ ,,ციცინათელასა“ და მინიატრურების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, დაბა ურეკისა და ქალაქ ოზურგეთის ცენტრში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია