შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების შიში"- ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40486 
 10 აგვისტო 2019

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების შიში, რომ უტევს ყველას, ყველას, ყველას. უტევს ახლა „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, პერსონალურად გვარამიას და ემუქრება მას.

„ეს ლოგიკაში არ ჯდება, მას მეორე და მეშვიდე ნაბიჯი გათვლილი არ აქვს. მან ვერ ისწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობა. მან ისწავლა ჭადრაკში ერთი სვლა - E2, E4, მეტი ვერ ისწავლა, ვერც პოლიტიკაში ურთიერთობები, ვერც მედიასთან ურთიერთობები. მას მიაჩნია, რომ ამ რეპრესიული მანქანით და სიცრუის მანქანით, ის გააკონტროლებს ვითარებას და ამომრჩევლის ნაცვლად, მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში. ტყუილია ეს, არ გამოუვა,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია