შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სააკაშვილის ინტერვიუმ გადაკვეთა ყველა ზღვარი და ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს“- პრეზიდენტი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40487 
 10 აგვისტო 2019

 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ სააკაშვილის განცხადებები საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს ზიანს აყენებს.

„პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვთქვი, რომ არასდროს გავაკეთებდი კომენტარს სააკაშვილის განცხადებებზე. მაგრამ, მისმა ბოლო ინტერვიუმ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან ურთიერთობის შესახებ, გადაკვეთა ყველა ზღვარი და ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს.

სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის, რომლებიც საქართველოს გვერდით დგანან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ასეთი სიცრუე და არასწორი ინტერპრეტაცია არის უპასუხისმგებლო და მიუღებელი ყოფილი პრეზიდენტისგან.

ეს არის ნათელი მცდელობა საქართველოსა და მისი მოკავშირეების ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე.

ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეებისადმი. როგორც პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ყველა მსგავსი მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც ძირს გამოუთხრის ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი twitter-ში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია