შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23875 
 14 აგვისტო 2019
სოფელ წარბასთუმანსა და დასახლებამდე მისასვლელ გზაზე სულ 61 გარე განათების ბოძია. მათგან ორი დაზიანდა, რის გამოც ცხრა თვის წინ გაკეთებული განათების სისტემა უკვე მეორე კვირაა აღარ მუშაობს.როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პრობლემის შესახებ მათ იმ კომპანიას აცნობეს, რომელმაც სოფელში გარე განათება მოაწყო. „როგორც ვიცით, ბოძს რაღაც ტრანსპორტი დაეჯახა. კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებას ორ წლიანი საგარანტიო ვადა აქვს, ამიტომ ჩვენ მათ შევატყობინეთ. დავრეკეთ და გავაფრთხილეთ. თუ ეს ტრანსპორტმა დააზიანა, პოლიციაში საჩივარს შეიტანენ, თუ ტრანსპორტის ბრალი არ არის, თვითონ აღმოფხვრიან პრობლემას“, - ამბობს ადიგენის მერის მოადგილე, არსენ ბალახაშვილი.წარბასთუმანში გარე განათების მოწყობის სამუშაოები შპს „გუნგლმა“ შეასრულა. 2018 წლის სექტემბერში მან ადიგენის მუნიციპალიტეტის მიერ 70 000 ლარზე გამოცხადებული ტრენდერი მოიგო, რომელშიც სოფელ მოხის, წარბასთუმანისა და ჭელის გარე განათების ქსელის მოწყობა შედიოდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ შეაკეთებს წარბასთუმანში დაზიანებულ ბოძებს. „ვიყავით ადგილზე, ორი ბოძია დაზიანებული, ერთზე მანქანაა დაჯახებული, მეორეზე ტრაქტორი წამოსდებია კაბელს და მოუტეხია ბოძი, ჩამოგდებულია კაბელი. ამის გამო, გათიშულია მთელი ქსელი. თუ ნათურა დაიწვება ვცვლით ხოლმე, მაგრამ თუკი მეხი დაეცემა, წყალი წაიღებს ან ვინმე თვითნებურად დააზიანებს, ასეთი რამის შეკეთება არ გვევალება ჩვენ. ვაცნობეთ მერიას და გადაწყვეტენ, ვინც დააზიანა იმან უნდა გააკეთოს თუ არა“, - ამბობს შპს „გუნგლის“ წარმომადგენელი კახა ენდელაძე. [თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

როცა ხუთი შვილის დედა ხარ