შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23844 
 11 აგვისტო 2019
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება 10 აგვისტოს, გვიან ღამით გამოაცხადა.მოსამართლემ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდების მხარის პოზიცია და გვარამიას 40 ათასლარიანი გირაო და საზღვრის კვეთისთვის პროკურატურის ინფორმირება დაავალა.ნიკა გვარამიამ ბრალის წაყენების დროსაც განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილებოდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთ სახეს და მისი დაპატიმრება მოუწევდათ."არ გადავიხდი გირაოს და ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის... ამ სასამართლოსთვისაც კი ზედმეტია ეს გადაწყვეტილება", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.9 აგვისტოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა. მას არხის დირექტორად მუშაობის დროს საზიანო გადაწყვეტილების მიღებას ედავებიან.გვარამიას წინააღმდეგ 16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ისვე აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. სწორედ ამ საქმეზე აპირებს პროკურატურა ტელევიზიის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება