შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"2020-ში არჩევანი გასაკეთებელი გვექნება პუტინსა და დასავლეთს შორის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40589 
 14 აგვისტო 2019

“ტვ პირველის” ეთერში ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, 2020-ის არჩევნებზე “ქართულ ოცნებასთან” შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ” ერთიანი ნაციონალური მოძრაბის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება. 
მისი განცხადებით, არჩევნებში საკითხი იქნება არა “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, არამედ ეს იქნება არჩევანი პუტინსა და დასავლეთს შორის.
“საკითხი იქნება არა “ნაციონალურ მოძრაობას” და ” ოცნებას” შორის, საკითხი იქნება ისტორიის სწორ მხარეს თუ ისტორიის არასწორ მხარეს ყოფნაზე. ცივილიზაციისკენ სვლა თუ განუვითარებლობისკენ სვლა, პუტინის ფედერაციისკენ სვლა თუ დასავლეთისკენ, განვითარებული ქვეყნებისკენ სვლა. ეს არჩევანი გვექნება” – ამბოს პოლიტიკოსი.

ნიკა მელიამ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობი” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის “ქართულ ოცნებასთან” შეაძლო თანამშრომლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბურჯანაძემ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ის სიამოვნებით შევა “ოცნებასთან” კოალიციაში. 

“ბურჯანაძემ პრაქტიკულად დაადასტურა პირდაპირ ეთერში, რომ იგი სიამოვნებით იქნება ქართულ ოცნებასთან კოალიციაში. დაადასტურა, ეს. ვნახოთ არჩევნებს როგორ ჩაატარებს. რა გააკეტა წინა არჩევნებზე 2018 ში ან სხვა არჩევნებზე. აუდაბნოებს პოლიტიკურ ველს” – განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ოცნების" საარჩევნო ბერკეტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ხავსს ეჭიდება და ბუნებაში აღარ არსებობს დაპირება, რომელსაც გასცემს მოსახლეობაზე.

“ქართული ოცნება ხავსს ეჭიდება, რაღა უნდა დაპირდეს ხალხს, აღარ არსებობს ბუნებაში დაპირებაც კი რომელის შეიძლება გაიცეს წინასაარჩევნო კამპანიისას, იმიტომ რომ ყველაფერი დაპირდნენ ამ 7 წელიწადში და ვერაფერი გააკეთეს. ცას გავკერავო ხომ არ იტყვიან.

ხელისუფლებაში მოსვლისას ამბობდნენ, რომ ჰუმანურები ვართ და ხელი არ აგვიწევია ქართველ მოსახლეობაზე-ო რა გააკეთეს 20 ივნისს ყველამ ნახა. საუბრობენ, რომ აუცილებლად სამართლიან სასამართლოს ჩამოვაყალიბებთ, მაგრამ ვერ გააკეთეს” – აცხადებს ნიკა მელია.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ახლა მხოლოდ აგისტოს ომზე საუბრობს და ამაში საქართველოს ადანაშაულებს.

“მე ვურჩევ ოცნებას, რომ ხელი აიღოს ამ სისულელეზე, ეს სცდება პოლიტიკური ოპონირების საკითხს. ეს არის ღალატი” – ამბობს მელია .

წყარო: "ნიუპოსტი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა