შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილმა გაზით სავსე ოთახში აანთო ასანთი"...მინისტრის განმარტება აგვისტოს ომზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40590 
 15 აგვისტო 2019

"სააკაშვილმა გაზით სავსე ოთახში აანთო ასანთი, თუმცა გაზი რომ იყო ოთახში, ეს რუსეთის დამსახურება"-მაჭავარიანის განმარტება აგვისტოს ომზე

ვინ დაიწყო აგვისტოს ომი - კითხვაზე, რომელზე მმართველი გუნდის წევრების პასუხი თითქმის იდენტურია,  პასუხის გაცემა ფინანსთა მინისტრსაც მოუწია.

ივანე მაჭავარიანს იმედის ეთერში გასულ სკანდალურ ფილმზე ჰკითხეს, თუმცა მან თქვა რომ ის ნანახი არ ჰქონდა. ამის შემდეგ მინისტრი აგვისტოს ომზე პასუხისმგებელი პირის დასახელება სთხოვეს. მან მაგალითისთვის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუერის სიტყვები მოიყვანა.

„კოლინ პაუერის პასუხი მომეწონა ყველაზე ძალიან. იცით როგორ შეაფასა, რომ ეს მოვლენაო გავდაო რომ სააკაშვილმაო გაზით სავსე ოთახში აანთო ასანთის ღერიო. თუმცა ოთახში, რომ გაზი იყოო, ეს რა საკვირველია რუსეთის დამსახურება არისო. მე ყველაზე მეტად ეს დეფინიცია მომეწონა,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

რაც შეეხება მინისტრ იზორიას, ის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას მთლიანად ოპოზიციას აკისრებს.

„ავტორების შეფასება, ფილმების შეფასება შეიძლება იყოს ინდივიდუალური. ვხედავ, რომ აქაც  ძალიან სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი. კერძოდ, იმის თქმა, რომ ეს იყო რუსული ნარატივის გაგრძელება, მეც ვნახე ფილმი და ყოვლად მიუღებელია. რატომ? იმიტომ, რომ იქ ცალსახად დაფიქსირდა ფაქტი რუსული შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრისა და  ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მაგრამ ამასთან ერთად გაცხადდა ის რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ ამ კონფლიქტის და ამ პირდაპირი ოკუპაციის, რომელზეც გვითქვამს, რომ წლების განმავლობაში მზადდებოდა  რუსული აგრესიული პოლიტიკის შედეგად თავიდან აცილება გონიერი პოლიტიკით იყო შესაძლებელი, რაც არ მოხდა,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია