შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია სააკაშვილის ხელისუფლების შედეგია- ვოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40596 
 15 აგვისტო 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გუგუტიანთკარში ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლება სააკაშვილის ხელისუფლების ბრალია.

ის ამბობს, რომ 2006 წლიდან საერთაშორისო პარტნიორები მიუთითებდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს, რათა ოკუპაცია არ ყოფილიყო დაშვებული.

"გუგუტიანთკარი და ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ოკუპანტი ახორციელებს თავის გეგმას, არის ჩვენი სავალალო შედეგი იმ ვითარების, რომელიც შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმა პოლიტიკამ. რაც შეეხება მავთულხლართს, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო სუსტია ის კონსტრუქცია, რომლითაც ეს მავთულხლართი კეთდება, ვიდრე ბერლინის კედელი, რომელიც დაიშალა და რომლის ნატეხებიც დღეს ევროპის მოედანზე დგას", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია