შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40635 
 16 აგვისტო 2019

- ხელისუფლება შეტევაზე გადასულია იმის გამო, რომ პროტესტი მინელდა და 20 ივნისის მოვლენებზე დასავლეთს მძაფრი რეაქცია არ ჰქონია. „ოცნების“ მთავრობას სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს.

თუ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ მოკლა ყველა შანსი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელიც მესამე ძალის როლის შესრულებას შეძლებდა, მაშინ ქართული პოლიტიკა „ოცნება“ - „ნაციონალების“ სახით ისევ ორპოლუსიანი იქნება.

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში კვლავაც თვლიან, რომ თუ 2020 წლის არჩევნებზე „ოცნების“ ძირითადი კონკურენტი „ნაციონალები“ იქნებიან, მათ გამარჯვების შანსი აქვთ.

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ როცა 2020 წელს ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთთან და მას ასეთი არჩევანი ექნა - ან „ოცნება“, ან „ნაციონალები“, ხალხი ხმას, მართალია გულის დიდი ჭმუნვით, მაგრამ მაინც „ოცნებას“ მისცემს.

ამ სქემით იმუშავა „ოცნებამ“ ბოლო შვიდი წელი და როგორც ჩანს, 2020 წელსაც ამ სქემით შეეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას-აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია