შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ დეიჭერენ, ჩამევიკიდებ ეზოში თავს"-თხილის ბაღში დატოვებული ახალშობილის ბებია

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40618 
 16 აგვისტო 2019

31 წლის დედის მიერ თხილის ბაღში დატოვებული ახალშობილის საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმდიანარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

შემზარავი ფაქტი, წუხელ ღამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მოხდა. მომხდარით შოკირებულია ოჯახიც და მეზობლებიც, რომლებმაც ქალის ფეხმძიმობის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. 

ისინი "გურიის მოამბესთნ" კომენტარს აკეთებენ.  

ელიკო ხინიკაძე, ახალშობილის ბებია: "საერთოდ არ ვიცოდი არაფერი, ნამდვილად. პირიქით, ვკითხულობდი წუხელ სად წევიდა აგი გოგო-მეთქი. თუ დეიჭერენ ჩამევიკიდებ ეზოში თავს".

რუსიკო გოგუაძე, მეზობელი: "ჩვენ აგი გოგო პატიოსანი, წესიერი და ზრდილობიანი გვეგონა. კაცი არ გვინახავს აქ მომკითხველი. კი დარჩა ასე დაორსულებული. ოჯახის პატრონმა სულ არ იცის აფერი. სიზმარ-ცხადში არ იყვნენ. არც ორსულობა ეტყობოდა გოგოს, დიდი მუცელი არ ჰქონდა  და არაფერი. მაღაზიაში მუშაობდა ქალაქში. ბავშვს უვლიდა. მეოთხე კლასში ჰყავს ბავშვი, სუფთად მოვლილი. მომხდარით მთელი სოფელი ვართ გაკვირვებული. რა შცდომა დაუშვა ასეთი არ ვიცი. მაგი არაა იმ სტილის გოგო ბავში დაეტოვებინა. გასაკვირია. ალბათ ცუდად გახდა და მერე მიაკითხავდა"

მაყვალა სიხარულიძე, მეზობელი: "შოკში ვართ. ამ დილით გავიგე ეს ამბავი. რას ვიტყვი იცი? მაგას შეეშინდა ეტყობა ძმის და რძლის, თუ არა ბავშვს არ მიატოვებდა. რა ვთქვა არ ვიცი. მეუღლე არ ყავს და ამის გამო დამალა ეტყობა. არავინმა არ ვიცოდით ფეხმძიმედ რომ იყო. მიკვირს ძალიან"

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს. ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები აგდილზე მივიდოდნენ სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩულებდა სიცოცხლეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია