შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/8047 
 16 აგვისტო 2019
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

უკვე დასრულდა 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას ხელს უშლიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.

გარდა შემოვლითი გზის მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზისა და დიდველზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები, შემოვლით გზასთან მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობა, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ურბანული განახლებისა და რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ჯამში, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში 55 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
კულტურა
ტელეკომპანია ბორჯომი

"ბავშვების თეატრი"