შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კასპის მერი: ,, ონოფრიშვილის დაბრუნება რაიონში შედეგის მომტანი იქნება"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 14 ნოემბერი 2018
კასპში, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლად ყოფილი პარლამენტარი დავით ონოფრიშვილი მიავლინეს. წარმოშობით კავთისხეველი ონოფრიშვილი მეორე დღეა უკვე თათბირებს ატარებს. საარჩევნო შტაბს კვლავ მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი ხელმძღვანელობს.  მისი თქმით, რაიონში ონოფრიშვილის დაბრუნება შედეგის მომტანი იქნება. სალომე ზურაბიშვილმა კასპში, პირველი ტურის მონაცემებით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან 64 ხმით წააგო. ,,პირველ ტურში საარჩევნო კამპანიას გარკვეული ხარვეზები რა თქმა უნდა ჰქონდა. მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი,  საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წინაც და ეხლაც, ვხედავ იმ ხარვეზებს და პრობლემებს, რაც არის. ხარვეზებს ვხედავ, მათ შორის,  ჩემს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი შვებულებაში,  შვებულების პერიოდში მაინც დავკავდი საარჩევნო საქმიანობით. თუმცა, ვფიქრობ,   უფრო ადრე უნდა დამეწყო საარჩევნო კამპანია, ვიდრე დავიწყე და ალბათ ამანაც მოიტანა ეს შედეგი, რაც დადგა არჩევნების დღეს კასპში. " - აცხადებს მანუჩარ მერებაშვილი. გასულ კვირას, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას, კასპის ყოფილმა გამგებელმა ოლეგ იაძემ არჩევნების წაგებაში ადგილობრივი ხელისუფლება და პარტიის წარმომადგენლები დაადანაშაულა. იაძემ  წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვის  სურვილი გამოთქვა, თანაც გამარჯვების პირობით. მანუჩარ მერებაშვილმა იაძის მოსაზრება მოიწონა. მისი აზრით, ოლეგ იაძის და სხა თანაგუნდელების ჩასვლა მუნიციპალიტეტში, შედეგის მომტანი იქნება საერთო საქმისთვის. ,,კასპის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი უკვე ჩამოსულია კასპში.   მეორე დღეა, როგორც სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი შტაბში, შეუდგა მუშაობას. მას აქვს საკმაო გამოცდილება, რომ  სარჩევნო პროცესში გარკვეული რჩევები მოგვცეს. შტაბის უფროსი კვლავ მე ვარჩები" - ამბობს მანუჩარ მერებაშვილი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია