შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი იქნება ახალი სარაგბო ბაზა პატარძეულში [Video]

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/sporti/article/31197 
 20 აგვისტო 2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზა აშენდება. ამ დროისთვის უკვე შექმნილია მოდელი, შედგება პროექტი, დაფინანსების მოძიების შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.
არსებული მოდელის მიხედვით, ტრიბუნა 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. გაკეთდება ორი მოედანი, ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი. მოეწყობა ოთხი გასახდელი, მსაჯების და სამედიცინო ოთახი, საკონფერენციო და ვიდეოანალიზისთვის განკუთვნილი სივრცე, კვების ბლოკი და სატრენაჟორო დარბაზი.




-„მოდელის შექმნა პირველი ნაბიჯია, რომლის საფუძველზეც პროექტი გაკეთდება. პროექტის შედგენაში დახმარებას მუნიციპალიტეტის მერია შეგვპირდა, სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება ხარჯთაღრიცხვა. ჯერჯერობით სპონსორი არ გვყავს, მოძიება მოხდება მას მერე, რაც პროექტი გაკეთდება. სავარაუდოდ, მშენებლობის ოპტიმალური ვადა ორი წელია,“-აღნიშნა „ვეფხვების“ პიარ-მენეჯერმა სოფიო ბილანიშვილმა speqtri.ge-სთან.


ცნობისთვის, რაგბის კლუბი „პატარძეულის ვეფხვები’’ 2001 წელს დაარსდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, მალხაზ ურჯუკაშვილის ინიციატივით. "ვეფხვებს" სარაგბო ბაზა საკუთარი სახსრებით აქვთ მოწყობილი.

იმის გამო, რომ არსებული სტადიონი მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, პატარძეულის გუნდს გასულ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. თუმცა გასულ წელსვე მოწესრიგდა მინდვრის საფარი, დამონტაჟდა 100-კაციანი ტრიბუნა, მოეწყო გასახდელები და განათების სისტემა.


იხილეთ ამავე თემაზე:

პატარძეულის "ვეფხვებმა" რუსთავის "ხარები" 49:5 დაამარცხა
პატარძეულის "ვეფხვები" ქუთაისის "აიასთან" დამარცხდა



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია