შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში შიგნიდან იღობება - ნათელაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40677 
 19 აგვისტო 2019

გუგუტინათკარში მიმდინარე მოვლენებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, რუსები თვითნებურად მოქმედებენ და ოკუპაციის განხორციელებაში საქართველოს მთავრობა ხელს არ უშლის.

„ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში შიგნიდან იღობება, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ოკუპანტები შემოდიან და პირდაპირ სახლებიდან ყრიან ადამიანებს, ოკუპანტები სალოცავებიდან, საკუთარი ბაღებიდან იჭერენ, აკავებენ მოქალაქეებს საზღვრის დარღვევაზე და მიჰყავთ იზოლატორებში და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მართავს გამყიდველი მთავრობა, რომელი მთავრობაც გარიგებულია კრემლთან, რომ საქართველოს შემოაღობინებსგადააღობინებსგადაახვნევინებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი პუტინი-მაკრონის შეხვედრის მთავარ თემებს ეხმაურება და ამბობს, რომ დღის წესრიგში უკრაინის, ირანის, სირიის საკითხები დგას და საქართველოზე არ იქნება საუბარი.

"სარკოზიმ გაგვყიდა მისტრალებზე, იაფ გაზსა და ნავთობპროდუქტებზე და საფრანგეთს ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია არც ევროკავშირში, არც გაეროში და არსად იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც მათ წინაშეც აიღო ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთმა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა იმით, რომ გამოგვიგზავნა არაფორმალურ მმართველად თავისი მილიარდელი ივანიშვილი, ხოლო პრეზიდენტად დაგვისვა ასევე თავისი მოქალაქე და დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი. ეს არ არის მეგობრობა, პარტნიორობა, ის საფრთხე, რომელიც დღეს საქართველოშია ხვალ საფრანგეთს მიუვა, პოლონეთს მიუვა, რუმინეთს მიუვა, მთელ მსოფლიოს მიუვა, თუ შერჩა ის, რაც საქართველოში ხდება და რასაც საქართველოში აკეთებს. ამიტომ, რომ ყოფილიყო საერთაშორისო თანამეობრობიდანსანქციები 2008 წელს რუსეთის აგრესიაზე, აღარ იქნებოდა უკრაინა, ყირიმი, დონეცკი, სირია", - განაცხადა ნათელაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია