შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კაჭრეთში სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31208 
 21 აგვისტო 2019
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.


კაჭრეთში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა დახურული ქსელის დაზიანებულ მონაკვეთს, რის შედეგადაც, სოფელში დამატებით 20 ჰექტარი სავარგული მოირწყვება.
უწყების ინფორმაციით, არსებული დიუკერის ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას სოფელ: მელაანის, ქოდალოს, არაშენდასა და კაჭრეთის (ნაწილი) დაახლოებით 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე.


სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა ასევე ვერხვიანისა და ნინოწმინდის ტერიტორიაზე. გაიწმინდა მარჯვენა მაგისტრალური არხის კოლექტორის 1300 მეტრიანი მონაკვეთი .
აღნიშნული კოლექტორი მორწყული ფართობებიდან ჭარბი წყლის მოცილებას უზრუნველყოფს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია