შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეხვედრის ორგანიზატორი აღიარებს, რომ ფოთელ სპორტსმენთან კონტრაქტი დაირღვა

სპორტი
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 30 ოქტომბერი 2018
სინამდვილეში მეც არ ვიცი რა მოხდა, ვერც ლევანი მიხსნის. რაუნდები შეუცვალეს და მე რა შუაში ვარ. ასე გამოეხმაურა შეხვედრების ორგანიზატორი ფოთელი მოკრივის, ლევან შონიას ბრალდებებს. ალექსეი კოსობოკოვსი „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქართველ სპორტსმენს კონტრაქტი ბულგარულ მხარესთან ჰქონდა დადებული, ამიტომაც უკვირს მის მიმართ არსებული პრეტენზიები და ისიც, თუ რატომ სცემა მას შონიამ.

ალექსეი კოსობოკოვსი ადასტურებს, რომ კონტრაქტის პირობები დარღვეულია და რვა რაუნდის ნაცვლად, ბრძოლა მეექვსე რაუნდში დასრულდა. თუმცა განმარტავს - სპორტსმენები ცვლილების შესახებ გასახდელშიც გააფრთხილეს. შესაბამისად, ლევან შონიამ წინასწარ იცოდა, რომ ბრძოლა ექვსრაუნდიანი იქნებოდა, თუმცა თანხა რვა რაუნდის შესაბამისი გადაუხადეს. ერთი სიტყვით, ორგანიზატორის თქმით, ფინანსური თვალსაზრისით, კონტრაქტის პირობები დაცულია:

„დიახ, ეს მართალია. მათ შეცვალეს 8 რაუნდი 6 ზე. შეჯიბრამდე ოთხი საათით ადრე გაგვაფრთხილეს. არა იმიტომ, რომ ლევანი ძლიერი იყო და ბევრი რაუნდი სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ მთავარი შეჯიბრის ტრანლირება. ეს შეჯიბრი ტრანსლაციაში, რომ მოხვედრილიყო, შეამცირეს რაუნდები“, - განმარტა მან.

ალექსეი კოსობოკოვის თქმით, ქართველ სპორტსმენს ხელი სხვისთვის რომ დაერტყა, თანხას მონაწილეობისთვის არ გადაუხდიდნენ და დისკვალიფიკაციასაც მისცემდნენ.

რაც შეეხება მოკრივის კიდევ ერთ ბრალდებას, რომ კონტრაქტში მოწინააღმდეგის წონა ნაკლები ეწერა, სინამდვილეში კი მეტი აღმოჩნდა, აღნიშნა - აწონვას თავად არ დასწრებია, რადგან ბულგარეთში გვიან ჩაფრინდა.

„კონტრაქტში მითითებული იყო 79-82 -მდე. ამის შესახებ ლევანმა იცოდა თავიდანვე. მან კონტრაქტს ხელი მოაწერა. ლევანი ამტკიცებს, წონა გადაჭარბებული იყოო. მე ვუთხარი, რომ სურათი გადაუღე და მანდ ბულგარეთში არის კომისია, რომელიც განიხილავს“, - გვითხრა ალექსეი კოსობოკოვსმა.

ორგანიზატორის თქმით, რამდენიმე ქართველმა მას დაურეკა და ლევან შონიას ქმედების გამო მოუბოდიშა, თუმცა თავად სპორტსმენს მისთვის ამ დრომდე ბოდიში არ მოუხდია.

ფოთელი მოკრივე ამბობს, რომ ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე მისი კონტრაქტის პირობები დაარღვიეს. ამაში ლევან შონია ლიტველ აგენტს, ალექსეი კოსობოკოვს ადანაშაულებს. სპორტსმენი უცხოური და ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც შეჯიბრის შემდეგ აგენტს სცემა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია