შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტის მიერ დაარსებულ ფონდში, მხოლოდ მისი ხელფასია დარიცხული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40709 
 20 აგვისტო 2019

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ საქველმოქმედო ფონდში ამ დროისთვის 35 880 ლარია აკუმულირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ ა(ა)იპ „სალომე ზურაბიშვილის ფონდიდან“ გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხების ჩარიცხვა ამ ეტაპზე არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ინიციატივით შექმნილ ფონდში ხელფასის ნაწილს რიცხავს, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 6 900 ლარს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, დღეის მდგომარეობით, ფონდის მიერ რაიმე პროექტის ან აქტივობის დაფინანსება არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდა, სალომე ზურაბიშვილი ახალი, საქველმოქმედო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც, მისი თქმით, საკუთარ ხელფასს ყოველთვიურად გადარიცხავდა. როგორც მაშინ პრეზიდენტი აცხადებდა, თავად საფრანგეთის შეგროვებით პენსიას იღებდა და „სრულებით ეყოფოდა“.

„მე გადავწყვიტე, რომ მოვძებნოთ ფორმა და ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც, პირველ რიგში, მე და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს, რამეთუ, მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის შეგროვებით პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც გადავწყვიტავთ ერთად, რომ არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის იანვარში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ინტერპრესნიუსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

მიშა და ანტიმიშა