შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლიციამ 10 მაისიდან დღემდე სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/samarthali/article/31218 
 22 აგვისტო 2019
მიმდინარე წლის 10 მაისიდან, რაც სექსუალური შევიწროებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა, პოლიციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა.
-" შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადების გზით.

სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს."-აცხადებენ შსს-ში.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია