შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში დილიდან თხილის ჩამბარებელი პუნქტები უფუნქციოდაა- "ზუგდიდი ითხოვს მხოლოდ ბერძნულა თხილს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40736 
 21 აგვისტო 2019

ოზურგეთში, დღეს დილიდან "ბერძნულა" თხილის გარდა, თხილის ჩამბარებელ პუნქტებში სხვა სახეობის ნედლეულს არ იბარებენ.

რა გახდა ამის მიზეზი და არის თუ არა ეს დამკვეთის მოთხოვნა?-  ამ  თემასთან დაკავშირებით „გურიის მოამბე“ თხილის რეალიზატორებს გაესაუბრა. თითქმის ყველამ დაგვიდასტურა რომ,  მიმღები პუნქტები დღეს შფერხებით მუშაობენ, რადგან "ბერძნულას" გარდა, სხვა  თხილზე მოთხოვნა დამკვეთს, ანუ ზუგდიდს აღარ აქვს:

მ.შარაშენიძე: „დილიდან დამკვეთებმა გვითხრეს, რომ მხოლოდ ბერძნულა თხილს ჩაიბარებდნენ. ფული არ გვაქვს და ვერ ვიბარებთ. რადგან ბერძნულა ცოტა ძვირი ღირს. სხვა თხილი ისეთი ხარისხიანი არაა.“

ნაირა : „ვეღარ ვიბარებთ ,ფული არ გვაქვს, ზუგდიდი ითხოვს მხოლოდ ბერძნულა თხილს, ამიტომ იძულებულები ვართ სხვა აღარ მივიღოთ."

გ.თოიძე: „დილიდან ასე ვზივართ, მხოლოდ ბერძნულაზეა მოთხოვნა, სხვა თხილი აღარ უნდა დამკვეთს და ჩვენ როგორ ჩავიბარებთ? ბერძნულასაც ვერ ვიღებთ, ფული არ გვაქვს, ვზივართ გაჩერებულები."

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია