შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ მხოლოდ პარტიულ აქტივთან არ ჩაიკეტები, გაიგებ, რას ფიქრობს ხალხი შენისთანა გამყიდველებზე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40737 
 21 აგვისტო 2019

"ნამდვილად არ ვიცი ვის შეხვდა იმ ექვს შეხვედრაზე პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, მაგრამ, მისი სტატუსის ქვემოთ დაწერილ კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ მგონი მთლად ისეც არ უნდა იყოს საქმე იმ ექვს შეხვედრაზე რომ ეუბნებიან.

ისე, ქალბატონო ნინო, მეშვიდე შეხვედრას თუ გაგვიმხელთ როდის იქნება და არ ჩაიკეტები შენს პარტიულ აქტივთან ერთად, გაიგებ რას ფიქრობს ხალხი გახარიაზეც, თქვენზეც და სხვა თქვენისთანა ქვეყნის გამყიდველებზეც.

რაც შეეხება ბახმაროში გამართულ აქციას, თქვენ იმან უფრო გაგაღიზიანათ დაწყობილი სახეებით რომ არ მოგეცით იმის თქმის საშუალება, თითქოს დოღზე სახალხო ღონისძიების ჩაშაშლელად ამოვედით და ჩვენი სათქმელი ისე ვთქვით, რომ არ მოგეცათ პროვოკაციის მოწყობის საშუალება. აი, ზუსტად ამიტომ გავშალეთ ბანერი თქვენგან მოშორებით და ხალხისთვის კარგად დასანახ ადილას"-ასე გამოეხმაურა ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე, პარლამენტარ ნინო წილოსანის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციას გახარიას პლაკატის ბახმაროში გამოფენის გამო ნიშნისმოგებით პასუხობს: 

"ბახმარო “მრავალ მთიანი” კურორტია და ერთ- ერთ უხილავ გორაზე , უხილავმა სამმა ადამიანმა პაატარა ფარატინა პლაკატი რომ აიტანა და ზემოდან ნიუსი მიაყოლა ამით სურთ შექმნან სურათი თითქოს სრულიად ერის სურვილს ვაჟღერებთო.

 ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით ნამდვილად და დიდი სიყვარულით გვხვდებოდა ხალხი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი დავინახე მინელებულ რეჟიმში და როგორც კი ნახეს გურულებში შესაბამის მუხტს ვერ აწევდნენ ისევე მიმელებულად მიიმალნენ.

3. გახარიასთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ, ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან 6-ივე შეხვედრაზე მთხოვეს გადამეცა “არ წავიდესო”-წერს წილოსანი. 

წილოსანის ამ პოსტს  კრიტიკული კომენტარი მოჰყვა, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: 

"გახარიას მიყევი უკან, ფომ რამე"

"ქალბატონო ნინი, რაც უფრო მეტს ილაპარაკებთ უფრო მეტ სისულელეს იტყვით და უფრო დაარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ჩერჩეტი ბრძანდებით. გთხოვთ თავი შეიკავოთ ასეთი უაზრო გამოსვლებისგან და პოსტებისგან. კი, ფაქტია ჩერჩეტი ბრძანდებით, მაგრამ სჯობს იმიჯს მოუფრთხილდეთ და ქვეყანას არ გააგებინოთ ეს ამბავი"

"ყველაფერი კარგად ყოფილა, კიდევ კარგი ხანდახან რომ გვაგებინებ ხოლმე, თორემ რა გვეშველებოდა".

"ეს პოსტი რომელ ტენდერს მოგაგებინებთ საინტერესო იქნება"

"მაინც და მაინც დოღი უნდა მოვაწყოთ გუგუტიანთკარგი რომ ჩაეხლინწოთ?"

"ხალხთან ლაპარაკზე თქვენ რომ იღებთ ხმას უხერხულია, გუგუტიანთკარში საერთაშორისო დამკვირვებლები, ჟრნალისტები, მოქალაქეები და ყველა ადეკვატური ჩავიდა. თქვენ პროგახარია შეხვედრებზე დადიხართ, პრეზიდენტი ლოპოტაზე ცურავს, მერი გონიოში ისვენებს და დანარჩნები ჩუმად არიან".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია