შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა რჩევას აძლევს "რუსთავი 2"-ში მიმსვლელებს ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40768 
 22 აგვისტო 2019

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ლაფერაშვილი, ტელევიზიაში ახალ მიმსვლელებს რამდენიმე რჩევას აძლევს და დასძენს, რომ "შენობის კურთხევაზე დრო აღარ დაკარგონ, მოსაყდრე შიოს აკურთხებინეს მოსკოვში რომ იყო მაშინ."

"რამდენიმე რჩევა მიმსვლელებს.

- ყავის აპარატიდან ყავა არ დალიოთ. უგემურია. შესასვლელში აკეთებდნენ გემრიელ ყავას- ოღონდ მაგარია -დღეში მაქსიმუმ სამი ჭიქა.

- მისაღებში რომ სამეულია, იქ არ დაჯდეთ. ქიბარის დატოვებულია- არ ესიამოვნება. ერთადერთი ეგ ტროიკა და მაგიდა დაუტოვა ტელევიზიას 2006-ში და დაუფასეთ თქვენ მაინც.

-ნიუსრუმში კონდიციონერია გაფუჭებული. წუის და მაგრად ყინავს. პერიოდულად წვეთავს. მაგრამ თბილად ჩაიცვით- თორემ თუ გამორთავთ- უჰაერობა დაგახრჩობთ.

- ონკანიდან წყალი არ დალიოთ- ტექნიკური წყალი მოდის ყველა ონკანში.

- ჩემი კომპიუტერიდან დე დისკი არ წაშალოთ- ფოტოებს მანდ ვინახავდი და ბექაპი არ გამიკეთებია.

- შენობის კურთხევაზე დრო აღარ დაკარგოთ- მთლად მოსაყდრე შიოს აკურთხებინეს თავის დროზე- მოსკოვში რომ იყო მაშინ.

- პროდაქშენისკენ ექსკურსიაზე თუ გადახვალთ- ვინმე ძველი გაიყოლეთ- იმ ლაბორინთებში პირველად მარტო აუცილებლად დაიკარგებით.

- ფინანსურ დოკუმენტაციებში თუ იქექებით- ჯერ კარგად გაერკვიეთ- და ჭორების დაყრა მერე დაიწყეთ. კი მაინც ყველას კიდია რას იჭორავებთ, მაგრამ მაინც.

- მატარებელი კარგად რომ გაჩერდება- მერე ჩამოდით", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ლაფერაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია