შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"იმიტომაც, რომ ჩრდილოეთ კორეაში არ გაიზარდონ ჩვენი შვილები, ვგულშემატკივრობ "მთავარ არხს" - გურამ შეროზია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აგვისტო 2019

ბლოგერი გურამ შეროზია "მთავარ არხს" მხარდაჭერას უცხადებს - ამის სესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

"ეს მთავარი არხის ოფიციალური გვერდია, ასე ორ წამში ამდენი მხარდამჭერი რომ მოაგროვა!

დიახ, მე მათ ვგულშემატკივრობ, იმიტომ:

- რომ სულ ნულიდან დაიწყეს და მაინც არ ნებდებიან
- რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა და მაინც ინარჩუნებენ ძლიერებას
- რომ მათ რიგებში ბევრი ისეთი პროფესიონალია, ვინც მიყვარს და პატივს ვცემ
- რომ გემოვნებიანები არიან და ასე კოხტად ააწყვეს ყველაფერი

იმიტომაც, რომ ჩრდილოეთ კორეაში არ მინდა გაიზარდონ ჩვენი შვილები...

დამიჯერეთ, როგორც არ უნდა გვძაგდეს მიშა, ქ.ოცნება გვიყვარს თუ არ გვიყვარს - ეს არხი საჭიროა.

მოქმედი ხელისუფლების გამოსაცოცხლებლად, შესაჯანჯღარებლად, მინიმუმ ინფოს შესადარებლად!

გგულშემატკივრობთ მთელი გულით, სრულიად უანგაროდ და აპოლიტიკურად" - წერს გურამ შეროზია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია