შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

'ზუსტად ჩვენმა ღორმა მთავრობამ შექმნა ეს მდგომარეობა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აგვისტო 2019

2020 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლებამ მზადება უკვე დაიწყო და მაგალითად გურიის მაგალითზე, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებიც აქტიურად მიმდინარეობს. 

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ადგილობრივებთან იმ გაკეთებულ საქმეებზე საუბრობენ, რაც მათი გადმოსახედიდან ბოლო 7 წელია კეთდება, არის უკეთეს მომავალზე დაპირებები და მათი დარწმუნება იმაში, რომ კიდევ ბევრი რამე გაკეთდება. 

ნაკლებად ინტერესდებიან იმით, რასაც შხვედრაზე მყოფი მოსახლეობისგან ისმენენ და მსგავს შემთხვევაზე "გურიის მოამბე"-მ ვრცელი წერილი მოამზადა. 

"ოცნების" დეპუტატების პირისპირ სოფლის მცხოვრებლები ბევრ პრობლემაზე აკეთებენ აქცენტს და უკვე დაპირებულის შეუსრულებლობაზეც აქვთ კითხვები, თუმცა ეს, როგორც ყოველთვის სახელისუფლებო გუნდისთვის მეორეხარისხოვანია, რადგან მიიჩნევენ, რომ ვისაც აქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, ე.ი. "ნაციონალია", ოპოზიციის მომხრეების კი, ვისი ხმებიც უმრავლესობას აკლდება, არც პრობლემა აინტერესებთ და არც გამოთქმული აზრი. 

მოკლედ, ხელისუფლება მესამე ვადით, კომფორტული ცხოვრების, დანამატების, მაღალი ხელფასების, მივლინებების გასახანგრძლივებლად ემზადება, მოსახლეობა კი, როგორც მაგალითად ჩვენი ქუჩის გამოკითხვიდან ირკვევა, ხელისუფლების გასასტუმრებლად.

შეძლებს თუ არა "ოცნება" 2020 წელს ხელისუფლებაში დარჩენას და მოსახლეობის კიდევ ერთხელ დარწმუნებას, ამ კითხვით ჩვენ რამდენიმე ოზურგეთელს მივმართეთ. 

ნ.ბ. - ჩვენდა არკაცი არაა მაინც. მე ლაითურში ვცხოვრობ. წყალი ჩვენ არ გვაქ და გაზი. რამდენჯერ დაგვპირდნენ გაგიკეთებთო, მაგრამ   შედეგი არაფერია. ხალხზეა დამოკიდებული მაგენი  დარჩება თუ არა კიდო. 

ჟუჟუნა ვასაძე - რააა?!! არ გამაგიჟოთ!!! არ გამაგიჟოთ!!! არ გადამრიოთ!!! არ გამაგონოთ მაგენი!!! ხელებაწვდენილი ვწყვევლი მაგენს.  ასეთია  2003 წლიდან ჩემი აზრი  და დღემდე არ შეცვლილა. 2020  წლიზა ცოცხალი  არ ვიქნები. წამალს ვერ ვყიდულობ და ვეფერს. 200 ლარი რაა?  70 ლარი პური რომ იყიდო თვეში მაგას უნდა  და სხვა ხომ გინდა კიდო? წამლები იმხელაზეა გაძვირებული--„დაგანახა  დ არ გაჭამაო“-----  კაცი კაცს რომ დაწყევლის, მასეა.  ვიტყვი ერთს- „როდის გადაშენდებიან“.

 ნ.გ. - თუ გააყალბებენ არჩევნებს, თავისთავად დარჩებიან. სხვანაირად ვერ უნდა დარჩნენ. ოცნება ოცნებად რჩება ადამიანს და ასე არ უნდა დარჩეს. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვართ  და ვისაც  მე-20 საუკუნის ბავშვობა  იცის, მაშინ არავის არ შიოდა, არავის არ წყუროდა, შრომა დაფასებლი იყო  და დასასვენებლადაც დავდიოთ. ახლა რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! ყველაზე უკანასკნელი ქვეყანა ვართ ჩვენ. თითქმის, ყველგან, ყველა ქვეყანაში გაიქცა ქართველი ხალხი. რატომ უქმნიან ამ სიტუაციას? ზუსტად ჩვენმა ღორმა მთავრობამ შექმნა ეს მდგომარეობა. არა  აქ მნიშვნელობა ვინაა ხელისუფლებაში,   ბოლო ბოლო დროებით მოდიან ამ ქვეყანაზე  და მარტო მისი მუცლიზა ხომ არ არსებობენ?   ფაქტიურად მესამედიც აღარაა დარჩენილი და ზუსტად მაგი უნდა რუსებს.  არც ერთ ქვეყანასთან არაა  კარგი ომის და ქიშპობის დაწყება. მე  საერთოდ დავკარგე ყველაფრის იმედი. დაპირებების მეტი ვერაფერი ვერ დავინახე.  ვინ აირჩევს მაგათ? არავის არ უნდა ესენი, მაგრან იძულებულს ხდიან, რადგან სახელმწიფო სამსახურში არიან,  ხელფასს  უხდიან და აშინებენ. მაგრამ 80%-ი რჩება მშიერი და მარტო 20%-მა იარსებოს?  ამიტომ ყველამ ერთიანად უნდა დადგეს, ყველამ უნდა იბრძოლოს თავისუფლებისთვის და არავისთვის არ უნდა იყოს შეზღუდული რაიმე. ყველას მისცენ საარსებო საშუალება და დაფასება უნდა ქონდეს მუშას.

დ.ტრაპაიძე - ეს მთავრობა მესამე ვადით თუ დარჩა ხელისუფლებაში, ისე მიდის სიტუაცია, ჩათვალეთ, რომ საქართველო აღარ იარსებებს. ყველანაირად ვარ უკმაყოფილო. არანაირი იმედი მას არ გაუმართლებია. ასე მთლად კატასტროფულად თუ დაანგრევდა ქვეყანას, ნაღდად ვრ წარმომედგინა. ჩვენი ქვეყანა გადაიქცა მის პატარა სოფლად, ჩვენ ვართ მისი  ყმები. 

 

 ვრცლად ქუჩის გამოკითხვა ნახეთ "გურიის მოამბის" ორშაბათის ნომერში.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია