შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

3 სექტემბრის ჩათვლით მოსალოდნელია ძლიერი სიცხე, რაც ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40785 
 23 აგვისტო 2019

3 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე გაიზრდება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია სითბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე," - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია