შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის აღუდგება ოზურგეთს სასმელი წყლის მიწოდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40787 
 23 აგვისტო 2019

უკვე სამ საათზე მეტია ოზურგეთს სასმელი წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. 

ამ დროისთვის უწყლოდ ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილია დარჩენილი. 

თუ რამ გამოიწვია აბონენტთა უმრავლესობის წყლის გარეშე დატოვება, "გურიის მოამბე" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ  ხელმძღვანელს დაუკავშირდა, 

დავით ცერცვაძის განცხადებით, პრობლემა წყლის საქაჩი ტუმბოს მწყობრიდან გამოყვანამ შექმნა, რის გამოც მოსახლეობა კიდევ ერთი საათის განმავლობაში ვერ მიიღებს სასმელ წყალს: "ტუმბო მოულოდნელად გამოვიდა მწყობრიდან. ახალი უკვე შევიძინეთ, სასაწრაფო წესით და დავიწყეთ მისი დამონტაჟება. იმედი მაქვს ერთ საათში შევძლებთ პრობლემის მოგვარებას"-გვითხრა ცერცვაძემ. 

ცნობისთვის, ოზურგეთის დიდი ნაწილი საღამოს 18 საათის შემდეგ ამ დრომდე წყლის გარეშეა დარჩენილი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია