შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვიწყებთ სექტემბერში, ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40789 
 23 აგვისტო 2019

"მორჩით ხალხის დაშინებას და დაბულინგებას ჩემი დაჭერის, უფულობის, არაფერი არ გამოუვათ, ეთერში ვერ შევლენ და მსგავსი ტექსტებით.

ვერც დამიჭერენ, მთელი წლის ბიუჯეტიც გარანტირებული მაქვს, სუ რო ვერაფერი ვერ გავყიდო (რ2 ვისთვის რისი გადამხდელია, აგერ ვნახავთ), შენობაც რ 2ზე უკეთესი გვაქვს, ტექნიკა მით უმეტეს.

ვიწყებთ სექტემბერში. კურიერს როდის გაიყვანთ ეთერში, მაგას ვნახავთ კიდევ.

ნუ შინდებით და ნუ ყვებით, ეგ ბოლოა, რაც დარჩათ. აბა თვითონ არხს ვეღარ ამუშავებენ.

იმ კვირიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვინც ჩვენთან ხართ, გელოდებით. ვინც არა, ნება თქვენია. დაგვიანებულები უბრალოდ გამარჯვებულების ნავში ვერ მოხვდებიან და დარჩებიან ლუზერებში. ივანიშვილის არხზე კიდევ, წარმატებას ვერ გისურვებთ - ქვეყნის მტრის სამსახურში წარმატება ნამდვილად არაა ჩემთვის სასურველი.

წერს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია