შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბიტურიენტებს პროგრამების შეცვლის საშუალება 26 აგვისტომდე აქვთ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24000 
 26 აგვისტო 2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის ინსტრუქციასაგანმანათლებლო პროგრამის დამატება:კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა, იყენებთ ღილაკს - „დამატება“;წერთ პროგრამის კოდს და კვლავ აძლევთ ბრძანებას - „დამატება“.საგანმანათლებლო პროგრამის წაშლა:კურსორს შესაბამის პროგრამაზე აყენებთ და იყენებთ ღილაკს - „წაშლა“; განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ირჩევთ ღილაკს - „შენახვა“ და ეკრანზე ხედავთ შესაბამის შეტყობინებას: განაცხადში შეტანილი ცვლილებები დამახსოვრებულია! შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი განაცხადი!უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
საზოგადოება