შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ტრენაჟორებს კიდევ ორ ქუჩაზე გააკეთებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24003 
 26 აგვისტო 2019
ქალაქ ახალციხეში საბარგო სადგურის დასახლებაში და მიქუტიშვილის N10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობის უზრუნველყოფაზე, ტენდერი 23 აგვისტოს გამოცხადდა. წინადადებების მიღება პირველ სექტემბერს დაიწყება.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა გაკეთდეს საჩრდილობელი ფანჩატური. თითოეულ ლოკაციაზე კი 10 სხვადასხვა სახის ტრენაჟორი დამონტაჟდება.დღეისათვის ქალაქ ახალციხეში ტრენაჟორები უკვე გაკეთებულია ხელოვნურ ტბაზე, 9 აპრილის, თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩებზე.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება