შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დახმარება რთველში მევენახეებს- სოფლის მეურნეობის ექსპერტის ინიციატივა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=40658 
 27 აგვისტო 2019

სოფლის მეურნეობის ექსპერტი დავით თამარაშვილი საზოგადოებას ინიციატივით მიმართავს.

მისი თქმით, კახეთში დღეისთვის მუშახელი ჭირს და მევენახეებს სოლიდარობა და დახმარება სჭირდებათ.

,, მეგობრებო მოგმართავთ მოკრძალებული ინიციატივით – დავეხმაროთ რთველში კახელ მევენახეებს, რადგან დღეისათვის მუშახელი ძალიან ჭირს კახეთში.

რთველი ერთის მხრივ სასიხარულო პროცესია, ხოლო მეორეს მხრივ დიდ ფინანსურ ხარჯს მოითხოვს.

წელს თეთრ ყურძენს შედარებით დაბალი ფასი აქვს, რაც დააზარალებს მევენახეებს და სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ თქვენი სოლიდარობა და ფიზიკური დახმარება რთველში. ჩვენი სოლიდარობა კი მათ დანახარჯებს შეუმცირებს.

მოგმართავთ ჩემს მეგობრებს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და ისე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ვისთვისაც ძვირფასია მევენახე, ვაზი და ღვინო დავეხმაროთ მათ. სოლიდარობა მევენახეებს”, – აცხადებს დავით თამარაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები