შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია თელავში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 15 ნოემბერი 2018
თელავში რეგიონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას სამი მუნიციპალიტეტის (თელავი, გურჯაანი, ახმეტა) მცხოვრებლები, უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მეწარმეები, არასამთავრობო სექტორის, გუბერნიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მაჟორიტარები ესწრებოდნენ .

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილმა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობის, წყალმომარაგების სისტემების გამართვის მნიშვნელობაზე, ასევე ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და მართვაზე, მათ შორის, ალაზნის ნაპირის გამაგრებისა და ჯებირების მოწყობის საკითხზე, სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე, კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია