შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მამუკა ბახტაძე: პედაგოგებს ხელფასი ყოველწლიურად გაეზრდებათ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24009 
 27 აგვისტო 2019
პრემიერ–მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ განათლების სისტემის რეფორმა მტკივნეული საკითხების გადაჭრას უკავშირდება და პირველ ნაბიჯები პედაგოგებს შეეხებათ, რაც მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად ანაზღაურების ზრდა იქნება. "ჩვენი რეფორმა გულისხმობს მეტი თავისუფლების მიცემას ჩვენი სკოლებისთვის და მასწავლებლებისთვის. პედაგოგის პროფესია უნიკალურია ნებისმიერი ერისთვის, ამიტომაც მე როგორც, ამ იდეის ავტორს, ერთ-ერთ მთავარ მიზნად მიმაჩნია პედაგოგს, როგორც პროფესიას, დავუბრუნოთ ის პატივისცემა და ღირსება, რომელსაც იმსახურებთ იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ამ ქვეყანას უნდა აღუზარდოთ მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, პატრიოტი ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და წარმატება. სწორედ ამიტომაა ეროვნული იდეა განათლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული პედაგოგის ანაზღაურება მტკივნეული საკითხი იყო წლების განმავლობაში და პირადად მისთვისაც, რადგან პედაგოგს ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე ორჯერ ნაკლები ანაზღაურება ჰქონდა."ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები და მე ვგრძნობ ამ დაკვეთას. უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის ფარგლებში პირველ ეტაპზე 2019 წლის ოქტომბერში ყველა სტატუსიან მასწავლებელს გაეზრდება ანაზღაურება. ხელფასები გაზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციებს, მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს, მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც"–განაცხადა მამუკა ბახტაძემ.პრემიერის თქმით, ხელფასების ზრდა ყოველწლირი იქნება და 2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარს მიაღწევ; წამყვანი პედაგოგის - 2150 ლარს და მენტორი პედაგოგის - 2450 ლარს.ბახტაძის თქმით, საქართველოს ყველა მომდევნო მთავრობა ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება