შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოკუპირებულ სოფელ წნელისთან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი დამატებით ე.წ. მესაზღვრეებს გზავნის

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 აგვისტო 2019
ოკუპირებულ სოფელ წნელისთან, რომელიც ზნაურის რაიონში მდებარეობს, დამატებით ე.წ. მესაზღვრეები გაგზავნეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა მიიღო. ,,კაგებეს" ცნობით, წნელისთან ქართული პოლიცია ახალ საგუშაგოს აშენებს, რაც პროვოკაციას წარმოადგენს. ე.წ. მესაზღვრეები მზად არიან ე.წ. სასაზღვრო ზონაში მცხოვრები ეთნიკური ოსი მოქალაქეები დაიცვან. სააგენტო ,,რესის" ცნობით, ცხინვალში ფაქტს პროვოკაციად აფასებენ. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ქართული პოლიციის საგუშაგო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთანაც შენდება. ”საგუშაგოები საზღვართან ახლოს შენდება. თუ მცირე შეტაკება მოხდება, ეს კვლავ გამოიწვევს კონფლიქტს და სიტუაციის გამწვავებას, რაც სერიოზულად საფრთხეს უქმნის ამიერკავკასიის უსაფრთხოებას”, - თქვა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა დრიაევმა. ქართული მხარე კომენტარს არ აკეთებს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია